ერთი კაცი დაიღუპა საქართველოში კარიერზე ქვიშის ჩამოშლის შედეგად
დასავლეთ საქრთველოში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა კარიერზე ქვიშის ჩამოშლის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 28 ივნისს საღამოს მოხდა. გარდაცვლილი ჭიათურაში, სოფელ დარკვეთში ქვიშის კარიერზე, ტრაქტორით მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.