თავდასხმის შედეგად დაიღუპა ავღანეთის სპეცძალების მეთაური
![თავდასხმის შედეგად დაიღუპა ავღანეთის სპეცძალების მეთაური](https://gdb.rferl.org/FCF12A88-926C-4507-90CD-18E4A4D701F0_w800_h450.jpg)
ავღანეთის პოლციის სპეცდანიშნულების ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური დაიღუპა 28 ივნისს, როდესაც ოჯახთან ქაბულის შემოგარენში დასასვენებლად იმყოფებოდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აზიზულა კარვანი, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმ „01“-ის მეთაური პაქტიკას პროვინციაში, თალიბების წინააღმდეგ ჩატარებული არერთი ოპერაციას ხელმძღვანელობდა. იგი წარსულში რამდენიმჯერმე გადაურჩა ტერაქტს. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ორგანიზაცია თალიბანმა, რომლის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა, ტელეფონის საშუალებით გაავრცელა შესაბამისი ინფორმაცია.