ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 55 პროცენტით გაიზარდა
2018 წლის ივნისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55 %-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ივნისის თვეში ქუთაისის აეროპორტი მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას - 63,679 მგზავრს -მოემსახურა (2017 წლის ივნისი - 41, 133 მგზავრი).
ზრდა აღინიშნება ავიარეისების რაოდენობის მხრივაც. 2018 წლის ივნისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 231 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 41 %-ით მეტია (2017 წლის ივნისი - 164 რეისი).
2018 წლის ექვსი თვის მონაცემებით, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით 234 743 მგზავრმა ისარგებლა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28 %-ით მეტია (2017 წლის 6 თვე - 183 632 მგზავრი).