Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2018

ესპანეთში დააკავეს ქართულ-სომხური კრიმინალური დაჯგუფების წევრები

0
ესპანეთში დააკავეს ქართულ-სომხური კრიმინალური დაჯგუფების წევრები

ესპანეთში ჩატარდა სპეცოპერაცია „კუში 2,“ რომლის შედეგად დაკავებულია სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი.“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩაატარა კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.

მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, სპეციოპერაცია ერთდროულად ჩატარდა ესპანეთის რამდენიმე ქალაქში და მასში მონაწილეობდნენ 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცავი და საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

ჭელიძის თქმით, გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან“ ერთად ხელმძღვანელობენ ძმები შუშანაშვილები. „სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდის, ბარსელონის, ვალენსიის, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონისა და გრანადის პროვინციებში დააკავეს ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი.“ ისინი ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან“ - განაცხადა მამუკა ჭელიძემ. მისივე ცნობით, ამავე სპეცოპერაციის შედეგად, მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი - 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა. მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა.“

საქართველოს ორივე დაკავებული მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობით გასამართლდება. მათ გამოძიება ედავება კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას.

სომხურ-ქართული დაჯგუფების წევრებს ბრალად ედება კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.

საქართველოს შსს-ს განცხადებით, ამ კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. საწყის ეტაპზე, გასული წლის 28 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ქართული კრიმინალური დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი, რომლებსაც „კანონიერი ქურდი“ კახა შუშანაშვილი ხელმძღვანელობდა.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал, как москвичи исполняют заветные мечты детей-сирот





Москва

Как узнать совместимость запчастей на авто?


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: На северо-западе Москвы открылся волонтерский центр «Доброе место»



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Композитор

Композитор Гладков предложил создать Театр юного зрителя в Чите




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Стали известны все участники РПЛ сезона-2024/2025

Первое историческое ралли в Москве 2 июня 2024

В Москве презентовали медали и экипировку VIII игр «Дети Азии»


Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Ролан Гаррос. Расписание 2 июня. Потапова и Швентек сыграют первым запуском, Синнер – последним



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России