საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა
ანტუან გრიზმანის ერთი გოლისა და საგოლე გადაცემის წყალობით სარანგეთის ნაკრებმა ანგარიშით 2:0 დაამარცხა ურუგვაის ეროვნული გუნდი და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი 6 ივლისს რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართა. საფრანგეთის ნაკრებისათვის ეს არის საუკეთესო შედეგი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც გუნდი ფინალამდე გავიდა, მაგრამ პენლებში დამარცხდა იტალიის ნაკრებთან. 10 ივლისს საფრანგეთის ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს გამართავს ან ბრაზილიასთან ან ბელგიასთან. მათ შორის გამარჯვებული დღეს გვიან ღამით გამოვლინდება.