ეუთო გმობს რადიო თავისუფლების დაჯარიმებას რუსეთის სასამართლოს მიერ
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია გმობს რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება დამნაშავედ სცნო „უცხოეთის აგენტების“ შესასახებ სადაო კანონის დარღვევაში და დააკისრა ფულადი ჯარიმის, 100 ათასი რუბლის (1600) დოლარის გადახდა. ‘სასამართლოს განაჩენი ცხადყოფს, რომ კანონი „უცხოეთის აგენტებზე“ დაუსაბუთებლად აფერხებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების საქმნიანობას და სივრცეს უხშობს მედიის თავისუფლებას რუსეთის ფედერაციაში“, - ნათქვამია ეუთოს მედიის თავისუფლების ოფისის წარმომადგენლის ჰარლემ დესირეს განცხადებაში. რთე/რთ აცხადებს, რომ ის განიხილავს, რა სამართლებრივი ნაბიჯები შეიძლება გადადგას. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონის დარღვევებს საბოლოოდ შეიძლება მოჰყვეს რთე/რთ-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და საფრთხე შეექმნას მისი თანამშრომლების საქმიანობას რუსეთში.