სამი ავღანელი ბავში დაიღუპა ნაღმების აფეთქების შედეგად
![სამი ავღანელი ბავში დაიღუპა ნაღმების აფეთქების შედეგად](https://gdb.rferl.org/CEA8DC13-F15A-410B-9204-6524E3329A58_w800_h450.jpg)
სამი ბავშვი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ავღანეთის ჩრდილოეთში, ღაზნის პროვინციაში გზაზე დამონტაჟებული ორი ნაღმის აფეთქების შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 6 ივლისს ორივე ინცინდენტი ერთიმეორის მიყოლებით გილანის რაიონში მოხდა. აფეთქებისას ბავშვები მოედანზე თამაშობდნენ. იუწყებიან, რომ დაჭრილი ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.