ექსტერმისტებმა დახოცეს 10 ირანელი ჯარისკაცი ერაყის საზღავრთან
ირანის ნახევრადოფიციალური ტასნიმის სააგენტოს ცნობით, 21 ივლისს 10 ირანელი ჯარისკაცი დაიღუპა ექსტერმისტების თავდასხმის შედეგად ერაყის საზღავრთან ახლოს, მარივანის პროვინციაში. ეს არის ერთ-ერთი ბოლო სასიკვდილო შეტაკება ირანის იმ არეალში, სადაც ქურთთა დაჯგუფებები აქტიურობენ. ირანის რევოლუციური გვარდიის წყაროზე დაყდნობით გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ შეტაკების დროს განადგურებულია რამდენიმე „ტერორისტი“. ირანის ახალი ამბები სააგენტო ფარსის ცნობით ბრძოლაში ჩაებნენ ირანის სასაზღვრო ძალები. მარივანის პროვინციის უსაფრთხოების წარმომადგენლის, ჰოსეი ხოშექბალის ინფორმაციით, თავდასხმა განახორციელეს დაჯგუფება ქურთისტანის თავისუფალების პარტიის(PJAK) რიგებში მყოფმა ექსრემისტებმა, რომლებსაც ირანის ტერიტრიაზე სურთ ირანელი ქურთების თვითმმართველობის შექმნა და მჭიდრო ურთიერთობაში იმყოფებიან თურქეთში მოქმედ ქურთ მუშათა კავშირთან (PKK).