Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Июль
2018

საქმეს ჩამოშორდა სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

0
სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა. განცხადება კობაურის დაცვის შეწყვეტის შესახებ მან გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, 22 ივლისის ღამეს, მას შემდეგ, რაც მედიის საშუალებით გავრცელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ხადის ხეობაში მოკლული ლორა სმითის სხეულიდან ამოღებულია ბრალდებული მალხაზ კობაურის გენეტიკური პროფილი, რაც, სავარაუდოდ, სექსუალური ხასიათის ქმედებაზე მიანიშნებს:


„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი გავაკეთო შემდეგი განცხადება! ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მე ვიცავდი ბრალდებულ მალხაზი კობაურის ინტერესებს. ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი, მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს, ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება, მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა, თუმცა მე მივიჩნევ, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელდეს ჩემს გარეშე! ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო როგორც თბილი სიტყვებისთვის, ასევე კრიტიკული ოპონირებისათვის. მე აღარ ვაგრძელებ აღნიშნული საქმის წარმოებას, თუმცა ვრჩები ჩემი ჩემი პროფესიის და სიმართლის ერთგული! სხვა რაიმე კომენტარს აღნიშნულ საქმეზე აღარ გავაკეთებ!“, - წერს დავით გირგვლიანი ფეისბუქ გვერდზე.


ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის სამი წევრის ცხედრები 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს. გამოძიების ინფორმაციით, მამა და 4 წლის შვილი მოკლულია, დედა კი გაქცევისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.


სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრალდებულ, 20 წლის მალხაზ კობაურს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. პროკურორების განცხადებით, ბრალდებულმა ჯერ პოლიციისთვის კვალის არევა სცადა, შემდეგ კი მათ თავად უჩვენა, სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი. მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა და სასამართლოს სხდომაზე აღნიშნა, რომ მკვლელობა ჩაიდინა არა მან, არამედ "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც მას ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ.


ხადის ხეობაში მოკლული სმითების ოჯახის სამშობლოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე გადაასვენეს. რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ პროექტებს ახორციელებდნენ.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России