ბიძინა ივანიშვილი: „მე მაქვს მონიტორინგი ხელისუფლებაზე“
„არ ყოფილა არაფორმალური მმართველობა, გარწმუნებთ, მე პირველი ვემორჩილები კანონებს და ამას ვითხოვ სხვებისგანაც“, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად". ბიძინა ივანიშვილის თქმით, თანამდებობსი დატოვების შემდეგ ის არ მართავდა მთავრობას. „კონტროლს არქმევენ მართვას. გუნდის ძირითადი ნაწილი იყო ძალიან კარგი ადამიანებისგან დაკომპლექტებული და არ საჭიროებდნენ კონტროლს, მაგრამ ვისაც ჰქონდა სხვანაირი განცდა და ექნება მსგავსი სურვილი მომავალში, მათ უნდა სცოცდნოდათ, რომ კონტროლს ვაწარმოებ, რომ მაქვს მონიტორინგი. აი, ამას უწევდნენ ანგარიშს და ამას ეძახის ოპოზიცია არაფორმალურ მართვას. არ მგონია, რომ ეს არის არაფორმალური მართვა, ეს არის საზოგადოების ის როლი, რომელსაც მე ვავსებ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.