კიევში გაიმართა მოსკოვის საპატრიარქოს ორგანიზებული მრავალრიცხოვანი მსვლელობა
27 ივლისს ათასობით ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მერ კიევის ცენტრში ორგანიზებულ მსვლელობაში, რომელიც ქვეყანაში ქრისტიანობის გამოცხადების 1030 წლისთავს მიეძღვნა. პოლიციის თანახმად მსვლელობაში მონაწილეობდა 20 ათასი კაცი, აქციის ორგანიზატორებმა კი 250 ათასი კაცის შესახებ განაცხადეს. დედაქალაქში მობილიზებული იყო 5 ათასი პოლიციელი, რათა თავიდან აეცილებინა ნაციონალისტების მხრიდან რაიმე ექსცესი. ქრისტიანულ დღესასწაულზე კიევში ჩავიდა მსოფლიოს პატრიარქი ბართლომე, რომელიც დღის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიღო. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს. გავრცელებული ინფორმაციით, ბართლომემ აღნიშნა, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესიამ თავის თავზე აიღო ინიციატივა, რომლის საბოლოო მიზანს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია წარმოადგენს. რუსეთის პატრიარქი კირილე გამოვიდა გაფრთხილებით, რომელშიც დაუშვებლად მიიჩნევს განხეთქილების შეტანას უკრაინისა და მოსკოვის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის.