გერმანული სამხედრო ტექნიკა ვაზიანში განლაგდა
მეხუთე საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე, ვაზიანში, გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ტექნიკა უკვე განლაგდა. გერმანული ტექნიკა ძირითადად ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკითაა დაკომპლექტებული. ტექნიკა საზღვაო გზით ფოთში რუმინეთის კონსტანცას პორტიდან შევიდა, ვაზიანში მისი ტრანსპორტირება კი სარკინიგზო გზით განხორციელდა.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი-2018“ საქართველოში 1-15 აგვისტოს გაიმართება. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება. სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
