პაპმა ფრანცისკემ მიიღო პედოფილიაში ბრალდებული კარდინალის გადადგომა
ფრანცისკეს მოთხოვნით მაკკარიკი ამიერიდან თავს მიუძღვნის მარტოობაში ლოცვასა და ცოდვების მონანიებას. ვატიკანი კი შეისწავლის ბრალდებებს, რომლებსაც უყენებენ ყოფილ არქიეპისკოპოსს. თეოდორ მაკკარიკი წარსულში სექსუალური ხასიათის ძალადობას ეწეოდა 16 წლის ბიჭის მიმართ.
ვატიკანს უწევს თვალი გაუსწოროს სექსთან დაკავშირებულ კიდევ ერთ სკანდალს ჩილეში. რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მთელი რიგი მსგავსი სკანდალები მოხდა.
