რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება (რთე/რთ) გამოდის მოწოდებით, გაუქმდეს უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც სამართალდამცველებს აძლევს წვდომას გამომძიებელი ჟურნალისტის, ნატალია სედლეცკას მობილურ ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე. რთე/რთ-ის შეფასებით, გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება უკრაინის კანონმდებლობასა და უკრაინის მიერ ნაკისრ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს პრესის თავისუფლებას. სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება გამოძიებას 2017 წელს არტიომ სიტნიკის მიერ ჟურნალისტებისათვის სახელმწიფო საიდუმლოთა შესაძლო გამხელის გარშემო. სიტნიკი არის უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორი. აგვისტოში კიევის სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის მიმართვა, რომ გამომძიებლებს მიეცეთ წვდომა სედლეცკას მობილურ ტელეფონზე მთელ იმ კომუნიკაციაზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, რომელიც სედლეცკას ჰქონდა 2016 წლის 1 ივლისიდან 2017 წლის 30 ნოემბრამდე, ანუ 17 თვის განმავლობაში. სედლეცკა უძღვება რთე/რთ-ისა და უკრაინის საზოგადოებრივი ტელევიზიის ერთობლივ პროგრამა „სხემი“-ს, რომელშიც ბევრჯერ გაუშუქებიათ კორუფციაში მაღალი რანგის უკრაინელი ოფიციალური პირების, მათ შორის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს ეჭვმიტანასთან დაკავშირებული გამოძიებები.