ატენის ხეობაში ხანძარს ებრძვიან
ატენის ხეობაში, ტყის მასივში, ცეცხლის ორ კერას ებრძვიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო, ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ვერ ხდება: „ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის სახანძრო სპეცმანქანები, ასევე ადგილზე რამდენიმე წუთში იქნება შვიდი ათტონიანი წყალმზიდი“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.