გარემოს დაცვის სააგენტომ ჰაერის მონიტორინგის უახლესი შედეგები გამოაქვეყნა
გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასული კვირის განმავლობაში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაცია გაზომა. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებშია გარდა მყარი ნაწილაკებისა (PM10) და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციებისა.
30 აგვისტოს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება თბილისში, წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე დაფიქსირდა, ხოლო 31 აგვისტოდან კონცენტრაციების მატება დედაქალაქში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე დაფიქსირდა.
მომატებული PM10-ის კონცენტრაციები შეიმჩნეოდა 1 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში, რაცტრანსსასაზღვრო დაბინძურებით იყო გამოწვეული.
ბოლო კვირის განმავლობაში თბილისში, წერეთლის გამზირზე და ქალაქ ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე ასევე მომატებული იყო აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია, რომლის მიზეზიც საწვავის არასრული წვაა.