„იბერიის“ წარმომადგენელი: პრეზიდენტისგან უპირობო მხარდაჭერა მივიღეთ
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „განსაკუთრებული ყურადღებით“ მიადევნებს თვალს ტელეკომპანია „იბერიისა“ და მფლობელი კომპანია „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებს, - უთხრა ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ანა ნაცვლიშვილმა.