საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ბლოგერის საქმეზე გამოძიება დაიწყო
აზერბაიჯანელი ბლოგერის აზერ კაზიმზადეს საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 151-ე პრიმა მუხლით, რაც ადევნებას გულისხმობს.
აზერ კაზიმზადეს განცხადებით, საპატრული პოლიცია გამოიძახა იმის გამო, რომ უცხო ადამიანები მისი ბინის კარებზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე აკაკუნებდნენ და ემუქრებოდნენ. უცხო პირები ერთმანეთში აზერბაიჯანულად საუბრობდნენ.
აზერბაიჯანელმა ბლოგერმა, აზერბაიჯანი 8 თვის წინ დატოვა და საქართველოში ცხოვრობს, ამბობს, რომ თბილისში უცხო პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, ერთ შემთხვევაში პოლიციელებადაც კი წარუდგნენ.
კაზიმზადეს თქმით, მას ეშინია, რომ გაიტაცებენ ან მოკლავენ კიდეც. "ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ილჰამ ალიევის რეჟიმმა",- უთხრა მან რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს.
აზერ კაზიმზადე აზრებაიჯანის ხელისუფლების კრიტიკოსია, მისი პოსტები სხვადასხვა სხვადასხვა პლატფორმებზე ქვეყნებდება.
აზერ კაზიმზადე „ადამიანის უფლებათა სახლის“ ბენეფიციარია და ორგანიზაციის დაცვის პროგრამით სარგელობს. როგორც „ადამიანის უფლებების სახლის“ კოორდინატორი ნათია თავბერიძე ამბობს, 19 სექტემბერს პოლიაციამ გამოიძიება დაიწო, კაზიმზადე გამოკითვაზე იმყოფებოდა და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. ის დღესაც არის პოლიციაში დაბარებული. მას სამართლებრივ მხარდაჭერას „ადამიანის უფლებაც სახლი“ გაუწევს.