რუსეთის მოსახლეობა ნახევარ წელიწადში თითქმის 100 ათასი ადამიანით შემცირდა
2018 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში რუსეთის მოსახლეობა 91 900 ადამიანით შემცირდა. ამ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის სახელმწიფო სტატისტიკის ფედერალური სამსახური დოკუმენტში „რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური მდგომრეობის შესახებ“. ამასთან მონაცემებით, რომლებიც არ ითვალისწინებს მიგრაციით განპირობებულ ზრდას, მოსახლეობა შემცირდა 170 500 ადამიანით. 2018 წლის შვიდი თვის განმავლობაში შემცირებულია შობადობის მაჩვენებელიც: თუ შარშან 1000 ადამიანზე 11,4 ახალშობილი მოდიოდა, ახლა 10,9 გახდა.