მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა კომიტიტემა მხარი დაუჭირა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს სტატუსის აღდგენას
მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მისმა აღმასრულებმა კომიტეტმა კენჭი უყარა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს აღდგენას. რუსეთის სააგენტოების ცნობით, "რუსადასთვის" აკრედიტაციის აღდგენას მხარი დაუჭირა კომიტეტის ცხრა წევრმა, ორი წინააღმდეგი იყო. ივნისში მსოფლიო სადოპინგო სააგენტომ ორი პირობა წაუყენა რუსეთს. პირველი - წვდომა სინჯებზე, რომლებიც ინახება გამოძიებასთან დაკავშირებით დალუქულ მოსკოვის ლაბორატორიაში. მეორე - მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშის მიღება, რომელშიც საუბარია მანიპულაციებზე რუსეთის ანტისადოპინგო სიტემაში. კომპრომისის სახით მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ რუსეთს შესთავაზა, წერილობით აღიაროს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიის დასკვნები. ეს კომისია იკვლევდა ვითარებას დოპინგის სინჯების თაობაზე 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე. მასში ნათქვამი იყო, რომ სპორტის სამინისტროს ზოგი თანამშრომელი სინჯებით მაქინაციებს ეწეოდა.