მოსკოვმა აშშ-ის ახალი სანქციები გააკრიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გააკრიტიკა აშშ-ის მიერ რუსეთის ფირმებისა და კერძო პირებისთვის დაწესებული ბოლო სანქციები. რიაბკოვის თქმით, სანქციებმა გააძლიერა დაძაბულობა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის და და ხელი შეუწყო „ გლობალური არასტაბილურობის“ ზრდას. რიაბკოვის 21 სექტემბრის განცხადება მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „შავი სიის“ გავრცელებას, რომელშიც სამ ათეულამდე რუსეთის მოქალაქე და კომპანიაა შეტანილი, ისინი, ვისაც კავშირი აქვს სამხედრო და დაზვერვის სამსახურებთან რუსეთის „უკეთურ ქმედებებში“. რიაბკოვის თქმით, აშშ-ის სანქციები შედეგს ვერ მოიტანს და ვაშინგტონი ვერ იქნება წარმატებული რუსეთისთვის პირობების კარნახის საქმეში. იმ პირთა შორის, ვისაც სანქციები შეეხო, სამხედრო დაზვერვის სამსახურის 12 თანამშრომელია, რომლებსაც აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს საგანგებო მრჩეველი რობერტ მიულერი. არაერთ მათგანს ადრეც დაუწესეს სანქციები. 33 ობიექტთან ერთად სიაშია მოხვდა ევგენი პრიგოჟინი, რუსი მაგნატი, რომელსაც „პუტინის მზარეულს" უწოდებენ და რომელიც კრემლის ხელშეკრულებებს აგვარებს. პრიგოჟინის მფლობელობაში მყოფი ფირმები, ასევე კერძო სამხედრო ფირმა „ვაგნერისა“, რომლის მეომრები იბრძვიანი სირიაში, უკრაინაში და აფრიკაში, ასევე მოხვდნენ „შავ სიაში“.