ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი უკმაყოფილოა ბალკანეთში ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკით
რუსეთი თანამიმდევრულად უჭერს მხარს დეიტონის 1995 წლის შეთანხმების შესრულებას, რომელმაც ბოლო მოუღო ომს ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში და საერთაშორისო მოთამაშეებს მოუწოდებს, ნუ ექნებათ ბალკანეთზე კონტროლის დამყარების პრეტენზია. სერგეი ლავროვი სარაევოში პარასკევს ჩავიდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ბოსნია-ჰერცეგოვინის სამმხრივი პრეზიდიუმის (აღმასრულებელი ხელისუფლების კოლექტიური ორგანოს) წევრები. მოლაპარაკებების შემდეგ, სერგეი ლავროვმა მინიშნა, რომ მოსკოვი უკმაყოფილოა ბალკანეთში ნატოსა და ევროკავშირის პოლიტიკით. სარაევოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფონია მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები ბოსნია-ჰერცეგოვინაში. ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი პატივისცემით მოეიკიდება იმ არჩევანს, რომელსაც 7 ოქტომბრის არჩევნების დროს გააკეთებენ ბოსნიელები.