როჰანი: დონალდ ტრამპი სადამ ჰუსეინის ბედს გაიზიარებს
დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დროს ისევე დამარცხდება, როგორც ეს სადამ ჰუსეინს მოუვიდა - განაცხადა თეირანში გამართულ სამხედრო აღლუმზე ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ.
სამხედრო აღლუმი 1980-1988 წლების ირან-ერაყის ომში ირანის გამარჯვებისადმი იყო მიძღვნილი.
„ტრამპი სადამ ჰუსეინს ბედს გაიზიარებს. ირანი არ იტყვის უარს თავის თავდაცვით აღჭურვილობაზე, მათ შორის არც რაკეტებზე, რომლებიც ასე აბრაზებს ამერიკას“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.