ვატიკანმა და ჩინეთმა გააფორმეს შეთანხმება ეპისკოპოსების დასახელების თაობაზე
ვატიკანი აცხადებს, ჩინეთთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც მას უფლებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს ჩინეთში ეპისკოპოსების დასახელების პროცესში. ამ დრომდე ჩინეთი თავად ასახელებდა ეპისკოპოსებს პეკინის მიერ აღიარებულ კათოლიკე ეკლესიაში. შეთანხმებას ორივე მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა მოაწერეს ხელი პეკინში, 22 სექტემბერს, იმ ფონზე, როცა პაპი ფრანცისკე ბალტიისპირეთში მართავს ტურნეს. ვატიკანის განცხადებით, შეთანხმება არ არის პოლიტიკური ხასიათის და ის მხოლოდ სამღვდელოების საქმეებს უკავშირდება. განცხადებაში ნახსენები არ არის ტაივანი, რომელსაც ვატიკანი დიპლომატიურად აღიარებს და რომელსაც ჩინეთი რენეგატ პროვინციად მიიჩნევს. ჩინეთის 12 მილიონამდე კათოლიკეები დაყოფილი არიან ვატიკანის ერთგულ, იატაკქვეშეთში მოქმედ ეკლესიასა და სახელმწიფოს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ, კათოლიკე პატრიოტების ასოციაციას შორის.