გეგუთის საბავშვო ბაღში ათზე მეტი აღსაზრდელი მოიწამლა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში რამდენიმე აღსაზრდელი მოიწამლა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღში მოწამლული აღსაზრდელებიდან 11 ბავშვი საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას გადის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე გეგუთში ჩავა და ვითარებას ადგილზე გაეცნობა.