პაატა ბურჭულაძე შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად აქციაზე მივიდა
შვილმკვდარი მამების მხარდასაჭერად პარლამენტის შენობის წინ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე მივიდა. მან საზოგადოებას ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით დგომისკენ მოუწოდა:“ თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ აქ იდგეთ, ერთხელ მაინც უნდა გამოიაროთ, რადგან აქ არის გაუთავებელი პანაშვიდი, აქ არის არამარტო შვილმკვდარი მამების, არამედ საქართველოს სამართლის პანაშვიდი. ორი რაღაც უნდა მივუსამძიმროთ აქ ხალხს, მამებსა და საქართველოს, რომ სამართალი გარდაიცვალა. მეტს ვერაფერს გეტყვით, მე საპიაროდ არ ვარ მოსული“-პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ყოველდღე, ხუთი წუთით მაინც მივა აქციაზე.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს სამართალდამცავებმა 26 სექტემბერს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს.