ჩრდილოკავკასიაში დაძაბულობა გამოიწვია სასაზღვრო ხელშეკრულებამ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის
ინგუშეთში პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა აქციაზე, რომლითაც აპროტესტებდნენ ინგუშეთის ნაწილების ჩეჩნეთისთვის გადაცემას, დემონსტრანტების შეფასებით უსამართლოდ, ხელშეკრულებით, რომელიც საზღვრებს ადგენს ჩრდილოკავკასიის ამ რესპუბლიკებს შორის. ხელკეტებით შეიარაღებულმა პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც 100-ზე მეტი პირი შეიკრიბა რეგიონული დედაქალაქის, მაგასის შემოგარენში, ხელშეკრულების გაფორმების წინ - იუწყებიან თვითმხილველები. საპროტესტო ტალღა ძლიერდებოდა ხელშეკრულების მზადების პროცესში. დოკუმენტი მიზნად ისახავს მყარად დაადგინოს საზღვარი ორ რეგიონს შორის, რომლებიც საბჭოთა დროს ერთ რესპუბლიკას შეადგენდნენ მაგრამ ორად გაიყვნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს. სამართალდამცელებმა გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები და შეზღუდეს მიმოსვლა მაგასში, სადაც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი და სხვა მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელები შეხვედრას მართავდნენ, ჩრდილოკავკასიის რეგიონში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელთან, ალექსანდრ მატოვნიკოვთან ერთად. მაგასის და ინგუშეთის სხვა ადგილების მცხოვრებნი ამბობენ, რომ გაითიშა მობილური სატელეფონო ქესლებიც, რაც, მათი აზრით, წარმოადგენდა სახელმწიფოს მცდელობას ჩაეხშო უნებართვო აქცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინგუშეთის დანაყოფი აცხადებს, რომ გაატარა "კომპლექსური ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას" რესპუბლიკაში. სამინისტრო ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აღკვეთილ იქნება არასანქცირებული აქციების გამართვის მცდელობები, თუმცა დაკავებულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.