დაკავებული გია თვალავაძე სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი იგა თვალავაძე გულის სტენოკარდიული შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა გაავრცელა. მისი ცნობით დაკავებულს გულთან დაკავშირებული პრობლემები მანამდეც აწუხებდა.