აშშ-ის კრიტიკის მიუხედავად, რუსეთმა დაიწყო ანტისარაკეტო სისტემის მიწოდება სირიისათვის
რუსეთმა დაიწყო ს 300-ი ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიწოდება სირიისათვის, მიუხედავად იმ კრიტიკისა, რაც ამ ნაბიჯს ახლდა ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან. „მიწოდება უკვე დაწყებულია, რუსეთის პრეზიდენტის იმ განკარგულების შესაბამისად, რაც 17 სექტემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას მოჰყვა“, - განაცხადა 28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე. რუსეთის სადაზვერვო ილ 20 -ის ტიპის თვითმფრინავი სირიის სანაპიროსთან ჩამოაგდეს, რასაც რუსეთის15 სამხედროს დაღუპვა მოჰყვა. რუსეთი აცხადებს, რომ მისმა მოკავშირე სირიის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა შეცდომით ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი, მაგრამ მოსკოვმა ასევე დაადანაშაულა ისრაელი, რომელმაც იმავე დროს განახორციელა საჰაერო იერიში სირიის ძალების წინააღმდეგ. „ზომებს, რომლებაც ჩვენ გავატარებთ, 100 პროცენტით უზრუნველჰყოფს ჩვენი სამხედროების უსაფრთხოებას სირიაში“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ წუხილი გამოთქვა რუსი სამხედრო თვითმფრინავისა და ეკიპაჟის დაღუპვის გამო, თუმცა დასძინა, რომ ისრაელის ავიაცია გააგრძელებს სირიის ტერირიტორიაზე ირანის ობიექტების განადგურებას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა, რუსეთი იმ საშიშროებაზე, რაც „უპასუხისმგებლო სირიის რეჟიმისათვის“ თანამედროვე სარაკეტო სისტემის მიწოდება წარმოადგენს. მოსკოვის ამ ნაბიჯის გამო შეშფოთება გამოთქვა ვაშინგტონმაც, რომელიც ახადებს, რომ ს-300 ტიპი საზენიტო-სარაკეტო სისტემა სირიის კონფლიქტის „ესკალაციას“ გამოიწვევს.