24 კაცი დაიღუპა ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად ირანში
24 კაცი დაიღუპა ირანში ფალსიფიცირებული ალკოჰოლის მიღების შედეგად. შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ ქალაქ ბანდარ აბასში მოხდა, სადაც ალკოჰოლური მოწამვლით საავადმყოფოში იმყოფება 168 კაცი. ნახევრადდამოუკიდებელი სააგენტო „ისნას“ ცნობით, პოლიციამ დააპატიმრა ცოლ-ქმარი, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სპირტიანი სასმელების უკანონო წარმოებაში. დაპატიმრებული არიან ასევე ფალსიფიცირებული სასმელის გასაღებაში ეჭვმიტანილები.