რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიო პატრიარქთან კავშირის გაწყვეტით იმუქრება
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იმუქრება კავშირების გაწყვეტით მსოფლიოს პატრიარქ ბართლომესთან, თუ იგი აღიარებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიიის ავტოკეფალიას. მანამდე არაერთხელ გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომე პირველს უკვე გადაწყვეტილი აქვს უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება, რასაც კიევის პატრიარქი ფილარეტი და უკრაინის ხელისუფლება ითხოვენ. რუსეთის ეკლესია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მრავალრციხოვანი მართლმადიდებელი მრევლი ჰყავს, სასტიკად ეწინააღმდგება ამ ჩანაფიქრს. 28 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ, განაცხადა, რომ რუსეთის ეკლესია გაწყვეტს ევქარისტულ კავშირს სტამბულში მყოფ მსოფლიო პატრიარქთან, თუ ის უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს. ამჟამად უკრაინაში არსებობენ მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკური უკრაინული ეკლესია და ორი არაღიარებული - კიევის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის მიმართვას დააკმაყოფილებს, უკრაინის გაერთიანებული ავტოკეფალიური ეკლესია კვლავ დაექვემდებარება კონსტანტინოპოლის ეკლესიას, როგორც ეს იყო 998 წლიდან 1686 წლამდე. კიევის მიტროპოლია მოსკოვის საპატრიარქოს 1686 წელს შეუერთდა.