მიხეილ ბატიაშვილი: „მოჭიდავეები მუდმივად გვანებივრებდნენ გამარჯვებებით“
„საქართველოში ჭიდაობა ყოველთვის იყო და იქნება ქართული სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობა. მოჭიდავეები მუდმივად გვანებივრებდით გამარჯვებებით საერთაშორისო სარბიელზე და მიხარია, რომ ეს სასიამოვნო ტრადიცია გრძელდება. ეს წარმატება სამინისტროსა და ჭიდაობის ფედერაციის ერთობლივი, მიზანმიმართული მუშაობის და პირველ ყოვლისა მწვრთნელთა გუნდის მაღალპროფესიული საქმიანობის შედეგია“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს 20-28 ოქტომბერს ბუდაპეშტმა უმასპინძლა და საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა სულ 6 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
