სომხეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული „გაზპრომ არმენიის“ წინააღმდეგ
სომხეთში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ენერგოკომპანია კომპანია „გაზპრომ არმენიის“ წინააღმდეგ, რომელიც რუსეთის „გაზპრომს“ ეკუთვნის. ფირმა ეჭვმიტანილია მსხვილი მასშტაბით გადასახადების გადაუხდელობაში, იტყობინება სომხეთის სახელმწიფო შესყიდვების კომიტეტი. როგორც იტყობინებიან, „გაზპრომ არმენიამ“ სახელმწიფო ორგანოებს განგებ გადასცა ყალბი ინფორმაცია გაყიდული გაზის მოცულობის შესახებ. სახელმწიფო გაყიდვების კომიტეტის კომუნიკეს თანახმად, სომხეთის სახელმწიფო ხაზინისთვის მიყენებული ზარალი მილიარდობით განიზომება. სავარაუდოდ, ლაპარაკია სომხურ დრამებზე.