ევროპარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მოლდავეთის მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას
ევროპის პარლამენტმა ხმების დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი მოლდავეთის მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მოლდავეთი იქცა სახელმწიფოდ, რომელიც „ოლიგარქების ინტერესების ტყვეობაში“, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების უდიდეს ნაწილზე. 14 ნოემბერს მიღებულ რეზოლუციაში დიდი შეშფოთებაა გამოხატული იმ უკუსვლის გამო, რომელსაც ვხედავთ მოლდავეთში დემოკრატიული სტანდარტების თვალსაზრისით. მასში ვკითხულობთ, რომ ფუნდამენტურ ღირებულებებს „ძირს უთხრიან მმართველი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ფარულ გარიგებაში არიან ბიზნესის სფეროსთან და რომლებსაც წინააღმდეგობას არ უწევს პოლიტიკური კლასისა და სასამართლო ხელისუფლების უდიდესი ნაწილი“.