ჩეხეთმა უარი თქვა გაეროს სამიგრაციო შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე
![ჩეხეთმა უარი თქვა გაეროს სამიგრაციო შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე](https://gdb.rferl.org/19694636-1135-4688-A939-0E567DB151A9_cx0_cy8_cw0_w800_h450.jpg)
ჩეხეთმა უარი თქვა გაეროს სამიგრაციო შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მთავრობის სხდომაზე. მინისტრთა კაბინეტმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში მკაფიოდ არ არის გამიჯნული ლეგალური და არალეგალური მიგრაცია. გაერო დეკემბერში, მაროკოში დაგეგმილ კონფერენციაზე აპირებს „რეგულირებული მიგრაციის მსოფლიო პაქტის“ მიღებას. დოკუმენტი შეიცავს რიგ ზომებს, რომელთა შესრულება არაა სავალდებულო. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, ლტოლვილებს უნდა გაეცეთ საბუთები მათი უქონლობის შემთხვევაში, ასევე მიგრანტებს უნდა მიეცეთ სოციალურ დახმარებაზე წვდომა.