ცესკოსთან „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ
გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები მცირერიცხოვან აქციას მართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ცესკოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება 28 ნოემბერს.
აქციის მონაწილეთა თქმით, საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს ასრულებს. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თანახმად, ამას ადასტურებს ის განცხადებებიც, რომლებსაც დღეს აკეთებდნენ „ქართულ ოცნებაში“ არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.
ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლების თქმით, არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნა ამომრჩეველთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნას ისახავს მიზნად, რათა „ქართულმა ოცნებამ“ მარტივად მოახერხოს არჩევნების გაყალბება და ელექტორატის დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მოახერხოს.