საავტომობილო კლუბები ატოცში მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ
ანტისაოკუპაციო მოძრაობას საავტომობილო კლუბებიც უერთდებიან. ამ წუთებში ასზე მეტი მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა ქარელის რაონის სოფელ ატოცისკენ მიემართება, სადაც ცოტა ხნის წინ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მორიგი ე.წ. სასაზღვრო ღობის გავლება დაიწყეს. აქციის მონაწილეები ატოცში სწორედ მცოცავ ანექსიას გააპროტესტებენ.
კოლონას სათავეში მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა უდგას.