Добавить новость
103news.com
World News in Georgian
Ноябрь
2018

ტრამპმა უარყო მოწოდება, რომ უფრო მკაცრი რეაქცია მოჰყვეს ჟურნალისტის მკვლელობას

0
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ამერიკელ კანონმდებლების მოწოდება, უფრო მკაცრად მოახდინოს რეაგირება საუდის არაბეთიდან ემიგრირებული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე. ტრამპის აზრით, ვაშინგტონი ადეკვატურად გამოეხმაურა ამ დანაშაულს. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ინტერესებშია საუდის არაბეთთან მჭიდრო ურთიერთობა.


თეთრი სახლის ორგვერდიან განცხადებაში, ტრამპი „საშინელ დანაშაულს“ უწოდებს საუდის არაბეთის ხელისუფალთა ოპონენტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობას, რომელიც სტამბულში საუდის არაბეთის საკონსულოში მოხდა. მკვლელობის გამო სანქციები დაუწესეს საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს. პრეზიდენტის სიტყვებით, ტახტის მემკვიდრე მოჰამედ იბნ სალმანს „შეეძლო ცოდნოდა, ან არ ცოდნოდა ამ ტრაგიკული მოვლენის შესახებ“.


ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ხაშოგის მკვლელობის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა მიღებული ყოფილიყო ტახტის მემკვიდრის პირდაპირი დავალებით. ბევრი ამერიკელი კანონმდებლის აზრით, ტრამპმა უნდა აუხსნას საუდის არაბეთის ხელისუფლებას, რომ აშშ არ შეურიგდება ასეთ ქმედებებს. ზოგმა მოითხოვა უფლისწულ მოჰამედ იბნ სალმანთან ურთიერთობის შეწყვეტა.


კანონმდებელთა განცხადებებზე ტრამპის რეაქციას, რომ ვაშინგტონისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია რიადთან მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, კრიტიკით გამოეხმაურა საინფორმაციო საშუალებების დიდი ნაწილი. ისინი პრეზიდენტს საყვედურობენ, რომ უგულებელჰყოფს ამერიკულ ფასეულობებს.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России