გიორგი აბდალაძე: დღემდე არ ვიცით ჩვენი საქმე
ფოტოგრაფების საქმეზე გამართლებული ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე ამბობს, რომ ის და მასთან ერთად, წარსულში ჯაშუშობაში ბრალდებული მისი სამი კოლეგა, ამ დრომდე არ იცნობენ საქმეს: „გრიფი ჩვენ საქმეს დაედო ცხრა უწყების მიერ. ჩვენ დღემდე არ ვიცით საქმე, ჩვენი ჩვენებების გარდა, თავის დროზე, იქ რაც მიგვაცემინეს, არ ვიცით. ჯერ ისევ მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ დამკვეთები დაისაჯონ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ამას აუცილებლად მივაღწევთ. დაინტერესდით ჟურნალისტები, გამოითხოვეთ ეს საქმე. მეც მინდა, რომ ეს გავაკეთოთ და გავასაჯაროოთ თავიდან ბოლომდე. თითო დეტალსა და დოკუმენტზე შეიძლება ვისაუბროთ, რაც იქ დევს. ვიქტორ ყაჩეიშვილმა, რომელიც გლდანის საპყრობილის ზედამხედველობის უფროსი იყო, პირდაპირ თქვა და აღიარა, რომ პატიმრები გამომყავდა აბდალაძის წინ საწამებლადო. ასე შევაწყვეტინე შიმშილობაო“.