ეკა გიგაური: „სახელმწიფო ჩემი ელექტრონული ფოსტის გატეხას ცდილობს“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, გუგლისგან მიიღო შეტყობინება, რომ სახელმწიფო ცდილობს მისი ელექტრონული ფოსტის გატეხას.
„სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამიკავშირდნენ საგამოძიებო ორგანოები და ცდილობენ ამ ამბის გარკვევას. ამბობენ, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ“, - წერს ეკა გიგაური სოციალურ ქსელში.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის მიერ შეტანილი სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ.