დონალდ ტუსკმა და ჟან კლოდ იუნკერმა სალომე ზურაბიშვილს მიულოცეს პრეზიდენტად არჩევა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს სალომე ზურაბიშვილს. ერთობლივად ხელმოწერილი მისალოცი წერილის ასლი საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.
„ნება მოგვეცით გულითადად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა. საპარლამენტო სისტემაზე სრულად გადასვლისაკენ მიმართული ცვლილების დასრულების აღსანიშნავად ეს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსათვის. არჩევნებში გამარჯვება მოპოვებულ იქნა რთულ ბრძოლაში და თქვენს ლიდერობას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ექნება პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის საქმეში. გისურვებთ ყოველგვარ წარმატებას ახალ ამპლუაში და მოუთმენლად მოველით თქვენთან შეხვედრას“, - ნათქვამია დონალდ ტუსკისა და ჟან კლოდ იუნკერის ერთობლივ მილოცვაში, რომლის ადრესატიც საქრთველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილია.