თამთა მელაშვილის „ჯდა მტირალი წყლისა პირსა“
გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ წელს თამთა მელაშვილის მოთხრობების კრებული „მარინეს ანგელოზები“ დაბეჭდა. კრებული მომცროა, მასში რვა პატარა მოთხრობაა შესული და ყველგან მდედრობითი სქესის ადამიანები ჰყვებიან საკუთარ ისტორიებს პირველ პირში და ისინი სულ სხვადასხვანაირები არიან.