თალიბები თავს დაესხნენ დიდ სამხედრო ბაზას ჰელმანდის პროვინციაში
ავღანეთის არმის დამატებითი ძალები გახდა საჭირო თალიბების მიერ 28 თებერვლის საღამოს მოწყობილი თავდასხმის მოსაგერიებლად, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ავღანეთის არმიის სამხედრო ბაზაზე, რომელშიც ასევე იმყოფება რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მრჩეველი და ჯარისკაცი.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით ორთაბრძოლაში გაანადგურეს ოთხი მოიერიშე. არის მსხვერპლი ავღანელ სამხედროებს შორის, მაგრამ დეტალები უცნობია.
თალიბანი ამტკიცებს, რომ ექსტრემისტებმა თავდასხმის დროს მოკლეს ათობით ავღანელი ჯარისკაცი.
ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე მოწყობილი თავდასხმის ფონია ყატარში მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელსა და თალიბებს შორის, რაც მიზნად ისახავს 17 წლიანი ომის დამთავრებას.