ჩინეთი ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს 177 მილიარდ დოლარამდე
ჩინეთის 7,5%-მდე გაზრდის თავდაცვის ხარჯებს, რაც ახალი ბიუჯეტის შესახებ ანგარიშის თანახმად, 2019 წლისათვის, დაახლოებით 177 მილიარდ დოლარს შეადგენს. ანაგრიში გამოქვეყნდა პარლამენტის 5 მარტის ყოველწლიური სხდომის დაწყების წინ. გასულ წელს ჩინეთის სახალხო არმიის ბიუჯეტი იყო 168,2 მილიარდი დოლარი.
ექსპერტები და დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ჩინეთი მალავს სახალხო არმიის რეალურ სამხედრო ხარჯებს, რაც მნიშვნელოვნად იზრდება პრეზიდენტ სი ძინ პინის მიერ გამოცხადებული შეიარაღებულ ძალთა მოდერნიზაციის გეგმის თანახმად, რაც დასავლეთის შეშფოთებას იწვევს.
არსებობს მოსაზრება, რომ ჩინეთი დაძაბულობას აღვივებს რეგიონში. კერძოდ ჩინეთი არ მალავ თავის ტერიტორიულ პრეტენზიებს აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებსა და ტაივანზე.