გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში დაიღუპა 33 წლის მამაკაცი
გაზის გაჟონვის შედეგად თბილისში, გლდანში, დაიღუპა 33 წლის მამაკაცი, კიდევ ერთი პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის240 ე პრიმა მუხლის მე 2 ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს, რმაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანება ან მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ჩადენილი ამ მუხლით,ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაღუპული ქირით ცხოვრობდა. 112-ში დახმარებისთვის დარეკეს ქვედა სართულზე მცხოვრებმა მეზობლებმა, თუმცა მათ ბინაში დაზიანება არ იქნა აღმოჩენილი. გაჟონვის კერას შენობის დათვალიერებისას მიაგნეს, ბინაში ორი მამაკაცი უგონო მდგობარეობაში იყო, მათგან ერთი უკვე აღარ იყო ცოცხალი.