9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა.
ამის მიზეზად მოსამართლემ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.
ვინაიდან ბრალდებული სხდომას ვერ ესწრებოდა, წინააღმდეგი იყო საქმე მხოლოდ ადვოკატის თანდასწრებით განხილულიყო. რაც ადვოკატმა მარიამ პაპოშვილმაც დაადასტურა.
იაგო ნებიერიძეს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენა და 109-ე მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში განძრახ მკვლელობა.
გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 2018 წლის 25 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სამართალდამცავებმა, რამდენიმე საათში, ლიახვის სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს.
იაგო ნებიერიძის პროცესი 14 მარტს, 13:00 საათზე დაინიშნა.