პოლიციასა და ულტრა მემარჯვენე დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა კიევში
უკრაინის დედაქალაქში პოლიციასა და ულტრა მემარჯვენე დემონსტრანტებს შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან შეტაკება მოხდა.
დემონსტრანტები ითხოვდნენ, დაეპატიმრებინათ პირები, რომლებიცს ამხედრო სფეროში არსებულ სავარაუდო კორუფციასთან არიან დაკავშირებული. მედიის გამოძიებითგასულ კვირაში დეტალურად იქნა აღწერილი სამხედრო სფეროში თანხების მითვისების სქემების შესახებ. სხვათა შორის ლაპარაკია ქარხანაზე, რომელსაც აკონტროლებს უკრაინის პრეზიდენტი, პეტროპოროშენკო.
პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა შეტაკებისას, როცა შეეცადა დემონსტრანტების უკან დახევას. პოლიციამ განაცხადა, რომ ერთი თანამშრომელი საავადმყოფოში მოხვდა თვალებში ქიმიური დამწვრობის გამო.