შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.ს. ბათუმში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას - 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე