მართლმადიდებლური ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მიტევების კვირას აღნიშნავს. მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.
შენდობის წესს სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე ასრულებს. საგანგებო ღვთისმსახურება საღამოს სრულდება, რის შემდეგაც ილია მეორე მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს.
მიტევების კვირა ყველიერის ბოლოს, დიდი მარხვის დაწყების წინა დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. დიდმარხვის დაწყებამდე ბერები ერთმანეთისაგან შენდობას ითხოვდნენ და მარხვის მარტოობაში გასატარებლად უდაბნოში გადიოდნენ.
11 მარტიდან სააღდგომო მარხვა იწყება, რომელიც 28 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება.