დაჭრილმა ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს
კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის თორმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა 38 მედალი მოიპოვა - 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
აშშ-ში ყოველწლიურად იმართება დაჭრილი სამხედროების შეჯიბრება - “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები”. საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები შვიდ ტურნირში მონაწილეობდნენ.
"ამერიკის ხმის" თანახმად: ჯარისკაცებმა 2019 წლის “საზღვაო ქვეითთა კორპუსის თამაშები” შემდეგი შედეგებით დაამთავრეს:
ჯონი თოფურია - 5 ოქრო
რეზო გორგაძე - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო
ახმედ საფაროვი - 3 ოქრო, 1 ბრინჯაო
ალუდა სეთურიძე - 2 ოქრო, 2 ბრინჯაო
ალიკა გითოლენდია - 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
გოგიტა ხოზრევანიძე - 1 ოქრო, 1 ვერცხლი
დავით ნარეშელაშვილი - 1 ოქრო, 1 ბრინჯაო
გრიგოლ მინაგორაშვილი - 1 ოქრო
გუგა ჩიმახიძე - 1 ოქრო
ჯიმშერ ჩხენკელი - 1 ოქრო
არჩილ აბულაძე - 1 ოქრო
ლაშა სურმანიძე - 3 ვერცხლი
დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს დაბრუნდებიან.